მეჯვრისხევში ოკუპანტები გამოჩნდნენ



მეჯვრისხევში ოკუპანტები გამოჩნდნენ

ოკუპანტებმა ე.წ. ბორდერიზაციის მოსამზადებელი სამუშაოები ამჯერად სოფელ მეჯვრისხევში განახორციელეს.

მათ თეთრი ნიშნულები დატოვეს სოფლის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც იმის მანიშნებელია, რომ მალე ეს ტერიტორია ე.წ. საზღვრის მიღმა აღმოჩნდება. სასაფლაოს გარდა, ამ ტერიტორიაზე ორი საცხოვრებელი სახლია. 

სოფელ მეჯვრისხევში იმყოფებიან ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლები. მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავას ამბობს, რომ ოკუპანტების ქმედებებზე ხელისუფლება რეაგირებას არ ახდენს და ამის გამო, ადგილობრივების მდგომარეობა სულ უფრო მეტად მძიმდება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ უკანონო ბორდერიზაციის მოსამზადებელი სამუშაოები არ მიმდინარეობს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე და ეს ე.წ. საზღვრის მიღმა ხდება. თუმცა, ამ სოფელში ჯერჯერობით ე.წ. საზღვარი გავლებული არ არის.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ