გორის მერიისა და თიბისი ბანკის აფიორა? - ერთი საათის ინტერვალში მზავრებს თანხა ორჯერ ეჭრებათ



გორის მერიისა და თიბისი ბანკის აფიორა? - ერთი საათის ინტერვალში მზავრებს თანხა ორჯერ ეჭრებათ

გორის მერიისა და თბს ბანკის აფიორა? - ერთი საათის ინტერვალში მგზავრებს თანხა ორჯელ ეჭრებათ. გორის მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრები დღეს კონტროლიორს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მათი გაღიზიანების მიზეზი ისაა, რომ ერთი საათის ინტერვალში დაპირებული უფასო მგზავრობა მათი თქმით, ტყუილია და აპარატი დამატებით თანხას მაინც აჭრის. ამიტომ, მოქალაქეები კონტროლიორს სთხოვდნენ მათი გადახდის ბარათები სპეციალური ხელსაწყოთი შეემოწმენინა და დაედგინა, რომ მგზავრობის საფასური ნამდვილად ჰქონდათ გადახდილი, რომელიც მას არ აღმოაჩნდა. მგზავრების თქმით, აღნიშნული მოწყობილობა კონტროლიორს აუცილებლად უნდა ჰქონდეს, რათა შემოწმდეს სატრანსპორტო ბარათები იქამდე, ვიდრე აპარატს ხელმეორედ შეახებენ.

,,ერთი საათი არაა ჯერ, რაც ერთი ავტობუსიდან ჩამოვედი, ახლა მომთხოვა კონტროლიორმა თანხა გადამეხადა, ავუხსენი ნახევარი საათის წინ ავიღეთქო ბილეთი, არ დამიჯერა და თანხა ხელმეორედ გადამახდევინა. ტყუილია ყველაფერი და აფიორაა. ხალხს ფულს სძალავენ და ერთი საათის განმავლობაში არ გვაქვს უფასო გადაადგილება"- გვითხრა ერთ-ერთმა მგზავრმა.

,,რა ვქნა ქალბატონო, ჯერ ყველაფერი დასახვეწია და იმედია დაიხვეწება ოდესმე. ეს ჩემი ბრალი არაა და რა გავაკეთო. ხელსაწყოებიც არ გვაქვს და რითი შემემოწმებინა. ალბად აპარატმა აურია"- უთხრა მგზავრს კონტროლიორმა. აღნიშნულ პრობლემაზე სხვა მგზავრებმაც გამოთქვეს პრეტენზია. ისინი საკითხის დროულად გადაჭრას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მგზავრობის საფასურის გადახდას აღარ აპირებენ.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ