ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და მხარდამჭერებმა გორში გაზრდილი ტარიფები გააპროტესტეს



ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და მხარდამჭერებმა გორში გაზრდილი ტარიფები გააპროტესტეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ და გაზრდილი ტარიფები გააპროტესტეს. შეკრებილები ამბობდნენ, რომ კომუნალური გადასახადების გადახდა და საკვები პროდუქტების შეძენა უჭირთ. ისინი მოითხოვდნენ, რომ აღნიშნული ვითარება ხელისუფლებამ რამენაირად უნდა დაასტაბილუროს. შენობასთან სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. ნაციონალური მოძრაობის აქცია თავის მხრივ გააპროტესტეს მოქალაქეებმა, მათ ისინი პროვოკაციებში დაადანაშაულეს, რომლის მიზანიც ქვეყნის განვითარებისთვის ხელის შეშლა და უკან დახევაა. ვითარების განმუხტვა პოლიციის ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ