მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა - ორთაშენთან გარდაცვლილი სამხედრო 45 წლის შალვა ტაბატაძეა
მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა - თავდაცვის ძალების წარმომადგენლის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების მიზეზებს გამოძიება სწავლობს. ირკვევა, რომ გარდაცვლილი 45 წლის შალვა ტაბატაძეა. სამხედრო ოფიცრის ცხედარი დღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენთან, მაგისტრალის ხიდის ქვეშ იპოვეს. ცხედარი უკვე გადაასვენეს ექსპერტიზის ბიუროში. სწორედ ექსპერტიზამ უნდა გასცეს პასუხი შეკითხვას, რამ გამოიწვია სამხედრო პირის სიკვდილი. ოჯახის წევრებს მომხდარზე საუბარი უჭირთ და არც ვერსია აქვთ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ავტოსაგზაო შემთხვევას გულისხმობს, თავდაცვის სამინისტროს კი ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია. შალვა ტაბატაძე იყო 2008 წლის აგვისტოს ომისა და სხვადასხვა საერთაშორისო სამხედრო მისიების მონაწილე.