ისრაელში დაშავებული საქართველოს მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - ზალკალიანი



ისრაელში დაშავებული საქართველოს მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის თქმით, ისრაელში მცხოვრებ ქართველებთან საელჩო მუდმივ კომუნიკაციაშია. საელჩო 24-საათიან რეჟიმზეა გადასული, ასევე ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

 

რაც შეეხება ისრაელში დაშავებულ ქართველს, როგორც ზალკალიანი ამბობს, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება და ის კლინიკიდან უკვე გამოწერილია.

 

ვგმობთ სარაკეტო თავდასხმებს, რომელიც ისრაელში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელდა. პირველ რიგში, გვაღელვებს ასევე ჩვენი თანამოქალაქეების ბედი, რომლებიც ისრაელის ტერიტორიაზე იმყოფებიან. საელჩო 24-საათიან სამუშაო რეჟიმზეა გადასული, მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს თანამოქალაქეებთან, ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ჩვენი დიდი სურვილია, რომ სიტუაცია დეესკალაციის გზით წავიდეს და გამოინახოს შესაძლებლობა, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს სარაკეტო თავდასხმები და მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდეს მშვიდობიან გარემოში გააგრძელოს ცხოვრება.

 

ჰქონდა ერთ ინციდენტს ადგილი, ჩვენ მოქალაქესთან დაკავშირებით, მან ძალიან მცირე დაზიანება მიიღო, მაგრამ მინდა დავამშვიდო ყველა, მათ შორის მისი ოჯახის წევრებიც, საელჩო მასთან კომუნიკაციაზეა, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ის გამოწერილია და უსაფრთხოდ გრძნობს თავს" - თქვა ზალკალიანმა.

 

ისრაელში თავდასხმა განახლდა. ცნობილი ხდება, რომ შემთხვევის შედეგად არაერთი პირი დაშავდა, მათ შორის ერთი კი საქართველოს მოქალაქეა. ინფორმაციას საქართველოს ელჩი მედიასთან ადასტურებს.

 

ისრაელის თავადაცვის ძალაებმა კი საჰაერო იერიშები მიიტანეს ჰამასის იმ პოზიციებზე, საიდანაც ცოტა ხნის წინ კიდევ რამდენიმე ათეული რაკეტა გასროლეს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ