"თუ სახმელეთო საზღვრები არ გაიხსნა, შავიზღვისპირეთი ტურისტების გარეშე დარჩება"



"თუ სახმელეთო საზღვრები არ გაიხსნა, შავიზღვისპირეთი ტურისტების გარეშე დარჩება"

"თუ სახმელეთო საზღვრები არ გაიხსნა, შავიზღვისპირეთი დამსვენებლების გარეშე დარჩება”, - ამის შესახებ BM.GE-ს სასტუმრო OLD TOWN MTATSMINDA-ს დამფუძნებელმა განუცხადა.

როგორც ირაკლი გვეტაძე ამბობს, იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო უახლოეს მომავალში სახმელეთო საზღვრების გახსნის გადაწყვეტილებას არ მიიღებს, საქართველოს მასშტაბით არსებულ კურორტებზე ზაფხულის ტურისტული სეზონი ისევ ჩავარდება.

მისივე თქმით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში შავიზღვისპირეთის ქალაქები აღმოჩნდებიან, სადაც ტურისტები ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან შემოდიან.

“შავიზღვისპირეთი, ძირითადად, მეზობელი აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან შემოსული ვიზიტორებით იტვირთებოდა; თუ სახმელეთო საზღვრები ზაფხულშიც არ გაიხსნა, შავი ზღვის კურორტები დიდი რაოდენობის დამსვენებელს დაკარგავენ. თუ ვინმეს აინტერესებს, შეუძლია, გადაამოწმოს, რა ღირს ფრენა ერევნიდან; მარტივად მიხვდებით, რომ საჰაერო გზით ჩვენთან არავინ ჩამოვა“, - აცხადებს სასტუმრო OLD TOWN MTATSMINDA-ს დამფუძნებელი ირაკლი გვეტაძე.

ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მარიამ ქვრივიშვილი აცრილი ვიზიტორების სახმელეთო გზითაც შემოშვების ინიციატივით გამოვიდა. თავის მხრივ, მინისტრმა თქვა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ტურისტების უსაფრთხო მიღებისთვის სპეციალურ აპლიკაციაზე მუშაობს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ