ხაშურის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ქალებს 8 მარტი მიულოცეს
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანმა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხაშურის ფილიალის პერსონალს და ა(ა)იპ „ხაშურის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის“ თანამშრომლებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს. ინფორმაციას ჩიტიაშვილის უწყება ავრცელებს.
„ფასდაუდებელია თითოეული თქვენგანის წვლილი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის საქმეში. მადლობას გიხდით იმ თავდადებისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის, რაც ყოველთვის საგრძნობია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვისა და სიცოცხლის გადარჩენის სადარაჯოზე,“- აღნიშნეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მედიცინის მუშაკებთან შეხვედრისას.
თენგიზ ჩიტიაშვილმა და ნინო ლიპარტელიანმა 8 მარტი მიულოცეს და ხანგრძლივი სიცოცხლე და ჯანმრთელობა უსურვეს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უხუცეს ქალბატონებს - ნინო გელაშვილს და მარიამ დოფიძეს. „ასაკოვანი ადამიანების ღვაწლის დაფასება ჩვენი პრიორიტეტი და ადამიანური მოვალეობაა“, - აღინიშნა უხუცეს ქალბატონებთან შეხვედრისას.
სარვამარტო ღონისძიებები მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით მოეწყო