გორში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, გორში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან აბელ აბესაძესთან, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან ერთად, მებრძოლთა მემორიალი გვირგვინებით შეამკო.
საბრძოლო დიდების მუზეუმთან შეიკრიბნენ სამამულო ომის მონაწილეების ახლობლებიც. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს 77 წლის წინ განვითარებული მძიმე მოვლენები.
გორის მუნიციპალიტეტში ამჟამად მეორე მსოფლიო ომის ორი მონაწილე ცხოვრობს. ისინი, გორის მუნიციპალიტეტის მერიისგან წლის განმავლობაში ფულადი დახმარების სახით 800 ლარს იღებენ - 300 ლარს 9 მაისთან დაკავშირებით, 300 ლარს 17 ოქტომბერს - ვეტერანთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით და 200 ლარს წლის ნებისმიერ დროს.