გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 8 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 18:00 საათამდე შეუწყდებათ აბონენტებს კასპის რაიონის სოფლებში ახალციხე, ნოსტე, ზემო ჩოჩეთი, მეფისქალაქი, გოსტიბე, ცხავერი, მთიულთუბანი, ჩოჩეთი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.