შიდა ქართლში, 2019 წლიდან 2021 წლის ივნისამდე, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას 6 ადამიანი დაიღუპა
საქართველოში 2019 წლიდან 2021 წლის 4 ივნისის ჩათვლით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ჯამში 90 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 2021 წლის 4 ივნისამდე საწარმოო უბედური შემთხვევის შედეგად 6, 2020 წელს 39, ხოლო 2019 წელს 45 დასაქმებული დაიღუპა.
როგორც „ინტერპრესნიუსის“ მიერ შრომის ინსპექციიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაშია აღნიშნული, 2019-2021 წლების საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი დასაქმებული თბილისში დაიღუპა.
საჯარო ინფორმაციით მიხედვით, 2019-დან 2021 წლებში ჯამში დედაქალაქში საწარმოო უბედური შემთხვევის შედეგად 35 პირი დაიღუპა, იმერეთში 19, ქვემო ქართლში 10, აჭარაში 6, შიდა ქართლში 6, სამცხე-ჯავახეთში 4, გურიაში 2, კახეთში 3. ამასთან, ოფიციალური ინფორმაციით, რეგიონი, სადაც საწარმოო უბედური შემთხვევისას დასაქმებული არ დაღუპულა, 2019 წელს იყო თიანეთი, 2020 წელს სამეგრელო და სამცხე-ჯავახეთი, 2021 წელს კი შიდა ქართლი და კახეთი.