შსს-მ კასპში, მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა



შსს-მ კასპში, მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა და დაკავებულია ერთი პირი - შსს კასპში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

დაკავებულია 1995 წელს დაბადებული ლ.ხ, რომელსაც ბრალად განზრახ მკვლელობა ედება.

გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ლ.ხ.-მ, მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, კასპის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სამი ადამიანი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა სამივე დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, რომელთაგანაც ერთ-ერთი - 1971 წელს დაბადებული გ.გ., სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანების გამო, კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ