პირობები, რომლებიც საქართველომ EU-ს კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა დააკმაყოფილოს



პირობები, რომლებიც საქართველომ EU-ს კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა დააკმაყოფილოს

ევროკომისიამ დღეს უკრაინისა და მოლდოვისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.

საქართველომ ევროკომისიისგან მხოლოდ კანდიდატობის პერსპექტივა მიიღო. კომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს EU- მიერ განსაზღვრული მოთხოვნები, რათა ქვეყანამ მომავალში მაინც შეძლოს კანდიდატის სტატუსის მიღება.

პრირობებ, რომლებიც საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს:

1. 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის მოგვარება, თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით;

2. ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულად ფუნქციონირების გარანტია, მათი დამოუკიდებლობისა, ეფექტური ანგარიშვალდებულებისა და დემოკრატიული ზედამხედველობის მექანიზმების გაძლიერება. საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება და OSCE/ODIHR-ის მიერ გამოვლენილი ყველა ხარვეზის აღმოფხვრა.

3. სასამართლოს რეფორმის გამჭვირვალე და ეფექტური სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება და განხორციელება; ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის უზრუნველყოფა; განსაკუთრებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი პოკურატურისა და ყველა სხვა სასამართლო ინსტიტუტის სათანადო ფუნქციონირება; უნდა გამოსწორედ ყველა ხარვეზი უზენაეს სასამართლოსთან მიმართებაში, განსაკუთრებით მოსამართლეებისა და პროკურორების დანიშვნასთან დაკავშირებით. უნდა განხორციელდეს საფუძვლიანი რეფორმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით. ყველა ზემოაღნიშნული ღონისძიება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

4. უნდა გაძლიერდეს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის დონე, რომელიც აერთიანებს ყველა ძირითად ანტიკორუფციულ ფუნქციას, განსაკუთრებით მაღალი დონის კორუფციული შემთხვევების მკაცრ განხილვასთან დაკავშირებით. ახალი სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები უნდა აღიჭურვონ შესაბამისი რესურსებით და უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.

5. უნდა განხორციელდესდეოლიგარქიზაციისსტრატეგია - ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში უნდა აღმოიფხვრას ზედმეტი გავლენა.

6. გააძლიეროს ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან რისკების დეტალური შეფასების საფუძველზე. მკაცრი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და გარანტირებული იყოს გამჭვირვალობა და ზედამხედველობა აღსრულების სააგენტოების მიმართ.

7. გადადგას უფრო ძლიერი ნაბიჯები, რათა გარანტირებული იყოს თავისუფალი, პროფესიონალური და პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემო. მათ შორის, კრიმინალური ბრალდებები მედიამმართველების მიმართ უნა აკმაყოფილებდეს უმაღლეს ლეგალურ სტანდარტებს. ეფექტიანად უნდა იქნას გამოძიებული მუქარები ჟურნალისტების და მედიაპროფესიონალების მიმართ.

8. გადადგას მყისიერი ნაბიჯები, რათა დაცული იყოს მოქალაქეთა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებები. მათ შორის, გაძლიერდეს გამოძიებები ძალადობრივ დანაშაულებთან მიმართებით.

9. განამტკიცოს გენდერული თანასწორობა და ებრძოლოს ქალთა წინააღმდეგ ძალადობას.

10. უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე.

11. მიიღონ კანონმდებლობა, რათა საქართველოს სასამართლოებმა განხილვისას პროაქტიულად გაითვალისწინონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები;

12. ახალი სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) წარდგენის პროცესში უპირატესობა დამოუკიდებელ პირს მიენიჭოს და ეს პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს; უზრუნველყოს ამ ოფისის ეფექტური ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ