საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში საფლავებზე გასვლის ეშინიათ
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში, წინაპრების საფლავებზე გასვლის ეშინიათ. დასახლებებში, რომელთა სასაფლაობის ნაწილიც ოკუპირებულია ამბობენ, რომ დღეს რუსმა ოკუპანტებმა პერიმეტრზე პატრულირება გააქტიურეს. მოსახლეობას ეშინია, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე არიან მობილიზებულნი, მათ დაიჭერენ და ოკუპირებულ ცხინვალში გადაიყვანენ. ამიტომ ადგილობრივებს ურჩევნიათ სახლში დარჩნენ.
,,შევნიშნეთ რუსებმა აქ გადაიარეს. არაფერი უთქვამთ, მაგრამ შეგვეშინდა და საფლავზე აღარ ავსულვართ. რომ დაგვიჭირონ და წაგვიყვანონ ვინ გვიშველის?“ - უთხრეს ,,ტვ მონიტორინგს“ საოკუპაციო ხაზთან.
მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს. ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მორწმუნეები ტრადიციულად მიცვალებულთა საფლავებზე გადიან. ტრადიციის მიხედვით, მათ თან პასკა და წითელი კვერცხები მიაქვთ.