მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში დადანაშაულებული პედაგოგი ბრალდებებს უარყობს

BOG


მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში დადანაშაულებული პედაგოგი ბრალდებებს უარყობს

15 წლის მოსწავლესთან გარყვნილ ქმედებაში დადანაშაულებული პედაგოგი ბრალდებებს უარყობს და ამბობს, რომ აღნიშნული სიცრუეა. ზურაბ ქარელი აცხადებს, რომ სასამართლოში მშობლების წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს და სიმართლეს გაარკვევს.  ის მინისტრთა კაბინეტის ერთ-ერთი წევრის ოჯახის ახლო ნათესავია. ზურაბ ქარელი ამტკიცებს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და პროვოკაცია "ნაციონალებმა" მოუწყვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. ზურაბ ქარელი წარსულში სკოლის დირექტორი იყო,  მას მშობლები შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებდნენ. სკოლიდან კამერების ჩანაწერებიც ამოიღეს.

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ