ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტს მკვლელი უწოდა
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტს
მკვლელი უწოდა და აღნიშნა, რომ სი ძინპინმა "კოვიდ-19"-ის გამო არა მხოლოდ ამერიკა, არამედ მთელი მსოფლიო გაანადგურა.
აღნიშნულის შესახებ მან "ფოქს ნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა. ტრამპი ამბობს, რომ პეკინმა მსოფლიოს ქვეყნებს
კორონავირუსისგან მიყენებული ზარალი - 60 ტრილიონი დოლარი, რეპარაციების სახით უნდა აუნაზღაუროს.