როგორ პარავენ დამსაქმებლები თანამშრომლებს ხელფასს - კვლევა



როგორ პარავენ დამსაქმებლები თანამშრომლებს ხელფასს - კვლევა

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, "ღირსეული შრომის პლატფორმა" აქვეყნებს კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, დასაქმებულთა 88 პროცენტს დამსაქმებელი გაწეული შრომის ანაზღაურებას სრულად არ უხდის. კვლევამ აჩვენა, რომ "მოპარული ხელფასი" თითოეულ დასაქმებულზე წელიწადში საშუალოდ 8 ათასი ლარია.

ანაგრიში მომზადდა სპეციალური გამომთვლელი კითხვარის დახმარებით, რომელიც ყოველთვიური ანაზღაურების, სამუშაო საათებისა და ზეგანაკვეთური სამუშაოს შესახებ მონაცემების მითითებით "მოპარულ ხელფასს" ითვლიდა. კითხვარი 2020 წლის 10 დეკემბრიდან 2022 წლის 20 ივნისის ჩათვლით 3167-მა დასაქმებულმა შეავსო. გამომთვლელის მონაცემების თანახმად, 2789 დასაქმებული (მომხმარებელთა 88%) სამუშაო ადგილზე მინიმუმ ერთი ფორმის ხელფასის მოპარვის მსხვერპლი მაინც გამხდარა.

"მოპარული ხელფასი წარმოადგენს შრომითი კანონმდებლობის დარღვევას, რა დროსაც დამსაქმებელი დასაქმებულს არ უხდის (პარავს) მის კუთვნილ შრომის ანაზღაურებას, რაც შრომის კანონმდებლობის სხვადასხვა სახის დარღვევაში გამოიხატება, მაგალითად აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური შრომა, ხელფასის უკანონო დაქვითვა, ანაზღაურებადი შვებულების არანაზღაურება და ა.შ." - აცხადებენ კვლევის ავტორები.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში მოპარული ხელფასის ყველაზე გავრცელებული ფორმა არასამუშაო დროს მუშაობაა, რომელიც სამუშაო მოვალეობების ისეთ დროს შესრულებას მოიცავს, რომელსაც დასაქმებულებს ანაზღაურებად სამუშაო დროში არ უთვლიან - ამის შესახებ აღნიშნავდა კვლევაში მონაწილე ადამიანების 75,5 პროცენტი. კვლევაში ნათქვამია, რომ იმ დასაქმებულთა 85,6 პროცენტი, რომელიც ზეგანაკვეთურ სამუშაოს ასრულებდა, არ იღებდა დამატებით ანაზღაურებას.

საქართველოში შრომის კოდექსის ამ ნაწილი დაცვაზე ზედამხედველობა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციას ევალება. კვლევაში მოყვანილია ამ უწყების მუშაობის სტატისტიკაც:

"2021 წლის განმავლობაში შრომის ინსპექციის მიერ შრომითი უფლებების ზედამხედველობის მიზნით შემოწმებული 249 ობიექტზე გამოვლენილი 1766 დარღვევიდან, 357 დარღვევა (20%) სავარაუდოდ ხელფასის მოპარვის პრაქტიკას უკავშირდება".

ასევე შეგიძლიათ იხილოთ