გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 მარტს 14:00-დან
17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხცისი, მიწობი, კრისხევი, პატარა
ხალები, პატარა ყელეთი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო
სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება
ჩვეულ რეჟიმში.