გორელი მკლავჭიდელების წარმატება ბათუმის ტურნირზე
წარმატებით იასპარეზეს გორელმა მკლავჭიდელებმა დღეს ბათუმში გამართულ, მემორიალურ ტურნირზე, რომელიც 2008 წლის რუსეთ - საქართველოს საომარი მოქმედებების დროს დაღუპული გმირების ხსოვნას ეძღვნებოდა. შეჯიბრებაში, საქართველოს სხვადასხვა ქალაქის სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას.
გორელმა მკლავჭიდელებმა ტურნირზე 1 პირველი, 2 მეორე და ამდენივე მესამე ადგილი დაიკავეს.
შეჯიბრების გამარჯვებული გახდა ზურა ხარიბეგაშვილი (55 კგ)
მეორე ადგილზე გავიდა მძიმე წონაში თენგო ედილაშვილი. 85 კგ-ში მოასპარეზე რატი ჭიქინაშვილი მარცხენა ხელით მეორე, მარჯვენათი კი მესამე იყო.
მესამე ადგილი ამავე წონაში მარცხენა ხელით ვალერი კობახიძემ დაიკავა.
გორელი მკლავჭიდელები შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენლები არიან, მწვრთნელები ბიძინა ნარიაშვილი და თენგო ედილაშვილი.