კასპის რამდენიმე ქუჩაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები ეწყობა
წყალმომარაგების კომპანია რეგიონების მასშტაბით წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურად განაგრძობს.
ამჯერად, ქალაქ კასპში, კოსტავას ქუჩაზე წყალმომარაგება-წყალარინების, ხოლო ლესელიძის, ჯორჯიაშვილის, მეტეხისა
და ქავთარაძის ქუჩებზე წყლის სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
აღნიშნულ ქუჩებზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა ამორტიზებულია, კოსტავას ქუჩას კი
წყალარინების ცენტრალიზებული სისტემა არ გააჩნია.
პროექტი ითვალისწინებს წყალარინების სრულიად ახალი სისტემის მოწყობას, დამატებით მოეწობა
საკანალიზაციო ჭები. წყალმომარაგების ძველი, ამორტიზებული მილები შეიცვლება ახლით.
სამუშაოების დასრულება 2022 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი.