''შეთანხმება შეთანხმებაა, პროცესი აუცილებლად უნდა დაპაუზდეს'' - კელი დეგნანი მოსამართლეთა დანიშვნაზე



''შეთანხმება შეთანხმებაა, პროცესი აუცილებლად უნდა დაპაუზდეს'' - კელი დეგნანი მოსამართლეთა დანიშვნაზე

კელი დეგნანი მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა:

"ჩემს მოწოდებებზე მნიშვნელოვანი არის ის ვალდებულებები, რომლებიც პოლიტიკურმა ლიდერებმა აიღეს როდესაც მოილაპარაკეს და ხელი მოაწერეს 19 აპრილის შეთანხმებაზე. ეს შეთანხმება კი გულისხმობს, რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცესი შეწყდება, სანამ რეფორმები არ გატარდება. ხოლო ვიდრე რეფორმები გატარდება, მათ ასევე, მოილაპარაკეს, რომ იქნებოდა დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორი სასამართლო სისტემაა საჭირო ქვეყნისთვის. ჩვენც სწორედ ამას ველით, შეთანხმება შეთანხმებაა და პროცესი აუცილებლად უნდა დაპაუზდეს ვიდრე სასამართლო რეფორმაზე დებატები არ გაიმართება", - თქვა კელი დგენანმა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ