გორში ტაქსისტმა ახლგაზრდა გოგო გააუპატიურა



გორში ტაქსისტმა ახლგაზრდა გოგო გააუპატიურა

გორში, ტაქსისტმა, სავარაუდოდ ახლგაზრდა გოგო გააუპატიურა. ამ უმძიმესი ამბის შესახებ შეტყობინება ,,ტვ მონიტორინგის" რედაქციაში შემოვიდა. ქალი ამბობს, რომ დაზარალებული შშმ პირია. მისივე თქმით, ტაქსის მძღოლმა დანაშაული ქალის ერთი წლის შვილის თანდასწრებით იმ დროს ჩაიდინა, როდესაც ტაქსს ისინი სახლში მიჰყავდა. იგი იმასაც ამბობს, რომ 32 წლის შშმ პირი მომხდარს მძიმე ემოციური მდგომარების გამო, ერთი თვის განმავლობაში მალავდა. 

,,მინდა მე ვილაპარაკო ღიად ამ მძიმე დანაშაულის შესახებ, რომელიც ტაქსის მძღოლმა ჩაიდინა. ჩემი დაქალი, რომელიც გააუპატიურეს შშმ პირია და საუბარი უჭირს"- ამბობს სავარაუდო დაზარალებულის მეგობარი.

,,ტვ მონიტორინგის“ ვებ-გვერდი დამატებით დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ