გორში ერთ-ერთი ბინის დამხმარე ნაგებობა იწვის
ამ წუთებში, რომელაშვილების ქუჩაში მეხანძრე-მაშველები საცხოვრებელი სახლის სხვენში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდიაცის ცდილობენ. ტვ მონიტორინგის ინფორმაციით, ადგილზე მეხანძრე-მაშველებთან ერთად, კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლების მობილიზებაა. არსებული ინფორმაციით, დამწვარია საყოფაცხოვრებო ნივთები. სხვა დამატებით დეტალების გარკვევას ტვ მონიტორინგის ვებ-გვერდი ამ წუთებში ცდილობს. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, გამოძიება დაადგენს