ავტოსაგზაო შემთხვევა ქარელთან - დაშავებული ბავშვი თბილისის კლინიკაში გადაიყვანეს
ქარელთან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 6 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას ქარელის ,,გორმედის“ კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია ელენთაზე ჩაუტარდა. ამ დროისთვის პაციენტი თბილისის საბავშვო პოლიკლინიკაში განაგრძობს მკურნალობას.
ინფორმაციისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა ქარელთან გუშინ მოხდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.