,,ღამით ქვები დაუშინა სახლის ფანჯარას და მუქარის შემცველი ტექსტი დატოვა“ - ხაშურის საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს



,,ღამით ქვები დაუშინა სახლის ფანჯარას და მუქარის შემცველი ტექსტი დატოვა“ - ხაშურის საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს

ხაშურის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელის სახლს ქვები დაუშინეს. ამასთან, როგორც ზვიად გოგუაძე სოციალურ ქსელში წერს, დატოვეს მუქარის შემცველი წერილი. ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა. მომხდარზე გამოძიება ნივთის დაზიანებისა და მუქარის მუხლით დაიწყო.

,,მეგობრებო, კარგად ვართ 🙂

ტვინნაღრძობმა ადამიანმა ღამით ქვები დაუშინა სახლის ფანჯარას და მუქარის შემცველი ტექსტი დატოვა.

მაქვს ძალიან კონკრეტული ეჭვი,

დაიწყო გამოძიება ნივთის დაზიანებისა და მუქარის მუხლით. ამიტომ იყო პოლიცია და ის ლენტი ჩემს სახლთან.

ესაა სულ 🙂“- წერს გოგუაძე.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ