გორში თურქეთში გასაგზავნად ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებენ



გორში თურქეთში გასაგზავნად ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებენ

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრი შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარულ დახმარების შედროვება დაიწყო. როგორ უმაღლესი სასწავლებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, დახმარების მსურველებს 9 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით, უნივერსიტეტში შეუძლიათ მიიტანონ ტანსაცმელი, საკვები და ჰიგიენის ნივთები ყველა ასაკისთვის. ჰუმანიტარული დახმარების შეგროვების კამპანიას შეუერთდებიან გორის საჯარო სკოლებიც.  ინფორმაციისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას თურქეთში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთით მდებარე პროვინციაში, კაჰრამანმარაშში იყო. განმეორებით ბიძგებმა კი სამხრეთის სხვა პროვინციებამდეც მიაღწია. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად თურქეთში 12 391 ადამიანია დაღუპული.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ