15-დან 20- წლამდე პატიმრობა ემუქრება კაცს, რომელიც შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის საქმეზე დააკავეს
დაკავებულია 54 წლის მამაკაცი, რომელსაც შვილიშვილზე, 13 წლის ბავშვზე, სექსუალური ხასიათის ქმედებას ედავებიან. დაკავებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, ის ბრალს არ აღიარებს. ბრალის დამტკიცების სემთხვევაში მას 15-დან 20- წლამდე პატიმრობა ემუქრება. არასრულწლოვანი, ამჟამად, სკოლაში გაკვეთილებს არ ესწრება და ფსიქოლოგთან კონსულტაციებს გადის. არასრულწლოვანის სკოლაში ყვებიან, რომ მსხვერპლმა ყველაფერი მანდატურს მოუყვა, რის შემდეგაც მოძალადე დააკავეს. შესაძლო დანაშაულის შესახებ, სამართალდამცავ ორგანოს სკოლამ შეატყობინა.