დედამიწის მოსახლეობამ 8 მილიარდს გადააჭარბა



დედამიწის მოსახლეობამ 8 მილიარდს გადააჭარბა

დედამიწის მოსახლეობამ 8 მილიარდ ადამიანს გადააჭარბა - მონაცემებს გაერო აქვეყნებს. ამავე ორგანიზაციის ინფორმაციით,  ბოლო 11 წლის განმავლობაში პლანეტაზე ადამიანთა რიცხვი 1 მილიარდით გაიზარდა.

მოსახლეობის ძირითადი ნაწილი მოდის ჩინეთსა და ინდოეთზე. 

გაეროს მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობის 17,9% (1,43 მილიარდი ადამიანი) ცხოვრობს ჩინეთში, ხოლო 17,8% (1,42 მილიარდი) ინდოეთში.

გაეროს შეფასებით, 2037 წლისთვის დედამიწის მოსახლეობა 9 მილიარდს მიაღწევს, 2058 წლისთვის კი 10 მილიარდს.

ცნობისთვის, 1960 წელს, გაეროს მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობა 3 მილიარდი ადამიანი იყო, 2011 წლისთვის ეს რიცხვი 7 მილიარდ ადამიანამდე გაიზარდა. მსოფლიოს მოსახლეობის ძირითადი ნაწილი აზიასა და აფრიკაში ცხოვრობს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ