ავტოსაგზაო შემთხვევა - ცოტახნის წინ ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა



ავტოსაგზაო შემთხვევა - ცოტახნის წინ ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ერთი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, დაშავებული, 25 წლამდე ასაკის გოგო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, წინასწარი ინფორმაციით, მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც მომხდარის დეტალებს არკვევენ. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ