დევნილ მოსახლეობას გორის მერია, რუსული წარმოების პროდუქტს დაურიგებს



დევნილ მოსახლეობას გორის მერია,  რუსული წარმოების პროდუქტს დაურიგებს

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ  საახალწლოდ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის პროდუქტები შეიძენა. სატენდერო დოკუმენმტაციის მიხედვით, უწყებამ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,შპს სახანძრო ტექნიკისგან“   ჯამში 9 სახეობის სხვადასხვა პროდუქტი, მათ შორის რუსული წარმოების  პირველად მოხმარების სამი პროდუქტი, ზეთი ,, ზოლოტოი კუვშინ“;  წიწიბურა ,,გრუპაპროდოვოლსტვიე“ და  ხორბლის ფქვილი ,,ტიხორევსკის პურპროდუქტების კომბინატი“  შეიძინა.

პროდუქტს გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 300  სოციალურად დაუცვველი ოჯახი  მიიღებს, მათ შორის არიან რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონებიდან დევნილი მოსახლეობა. ხინცეგაშვილის უწყება ნობათს 31 დეკემბრამდე დაარიგებს

 

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ