მოსამართლემ შარაშენიძე 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა - გორის მერიის საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომელი ქრთამის აღებაშია მხილებული
მაია შარაშენიძე, რომელსაც ქრთამის აღებას ედავებიან, გორის მერიას დაქვემდებარებული კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს პროექტების მენეჯერია. არსებული ინფორმაციით, გორის კულტურის სააგენტოს პროექტების მენეჯერმა ქრთამის სანაცვლოდ უზრუნველყო ის, რომ კონკრეტული კომპანიასთან გაფორმებულიყო გამარტივებული შესყიდვა, 26 მაისის ღონისძიებისთვის საჭირო პიროტექნიკის შესაძენად. შარაშენიძის ინტერესების დამცელი, ადვოკატი თამარ თედლიაშვილი ამბობს, რომ გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი და დეტალებზე არ საუბრობს. საქმეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს. ცნობისთვის, აღნიშნული ინფორმაცია თავდაპირველად ,,ტვ მონიტორინგმა“ გაავრცელა.