გორის მუნიციპალიტეტში ავარია მოხდა - ერთ-ერთი დაშავებული თბილისში გადაიყვანეს
,,ტვ მონიტორინგისთვის“ გახდა ცნობილი, რომ ფხვენისში მომხდარი ავარიის შედეგად ორი ქვეითი დაშავდა. შემთხვევა სოფელში გუშინ მოხდა. მათ მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, რის გამოც ორივე მათგანი მძიმედ დაშავდა. მათგან ერთი გორმედში მკურნალობს, ხოლო მეორე თბილისში გაწერეს.
,,ბარძაყზე გაუკეთდა ოპერაცია და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მეორე პაციენტი კი თბილისშია გადაყვანილი“ - განაცხადეს გორმედში.
როგორც შსს-ში გვითხრეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.