''აბსურდია'' - გიორგი ვაშაძე IPSOS-ის კვლევებს აკრიტიკებს



''აბსურდია'' - გიორგი ვაშაძე IPSOS-ის კვლევებს აკრიტიკებს

გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ "მთავარი არხის" დაკვეთით ჩატარებული Ipsos-ის კვლევა რეალობასთან აცდენილია და კომპანიის პროფესიონალიზმთან დაკავშირებით ეჭვები არსებობს.

"Ipsos-ის კვლევა არის აბსურდი და ფარსი. აბსოლუტურად აცდენილი დღეს არსებულ რეალობას, ისევე როგრც აცდენილი იყო მისი მონაცემები საარჩევნო ეგზიტპოლების დროს. სერიოზული ეჭვია ამ კომპანიის პროფესიონალიზმთან დაკავშირებით.

ახლა პირდაპირი შეცდომა რაც დაუშვეს თვითონაც, რაც ვერ გათვალეს მონაცემების გამოქვეყნების დროს, წარმოიდგინეთ, რომ Ipsos-ის კვლევით, მოსახლეობის 80% ამბობს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი ძალიან მაგარია და ვეთანხმებიო და ვინც დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, იმათი რეიტინგი გასამმაგებულია, ხოლო ვინც მოაწერა, იმათი რეიტინგია შემცირებული, ეს ხო აბსურდია",- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ