,,სახალხო პარტიის“ წარმომადგენელი ბესიკ ბოგველი კასპის მერობისთვის აღარ იბრძოლებს



,,სახალხო პარტიის“ წარმომადგენელი ბესიკ ბოგველი კასპის მერობისთვის აღარ იბრძოლებს

გთავაზობთ ბესიკ ბოგველის განცხადებას: ,,  ჩართული ვარ კასპის მუნიციპალიტეტში თხოთის მთაზე

მონასტრის აღდგენის საინიციატივო ჯგუფში, ათცამეტი ასურელი მამის წმ. თადეოზის

„თეთრახევის მამათა მონასტრის აღდგენის ფონდში“, „გიორგი სააკაძის ნეშტი მოძიების

ფონდში“, აღნიშნული პროექტები ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის პოლიტიკურ,

ეკონომიკურ და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც დადებითად აისახება

არამარტო რეგიონის, არამედ მთლიანად საქართველოს სულიერ, პოლიტიკურ, ეკონომიუკურ

განვითარების საქმეში.

მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად მიმაჩნია პოლიტიკური სისტემის ცვლილებისა და რეალური

თვითმმართველობის დამკვიდრებისთვის ბრძოლა.

თუმცა, ამ ეტაპისთვის კასპის მუნიციპალიტეტისთვის ღირსების, პოლიტიკური და

ეკონომიკური განვითარებისთვის ამ პროექტების დასრულების უპირატესობის

გადაწყვეტილება მივიღე. გთხოვთ, იმსჯელოთ ქ. კასპში მერობის კანდიდატის განაცხადის გაუქმების შესახებ“ წერს ბოგველი

ასევე შეგიძლიათ იხილოთ