''ვიღაცამ ისე გაიგო, რომ თითქოს დღეს ვაპირებ პარლამენტის დატოვებას'' - ხაზარაძე საკუთარ ინიციატივას განმარტავს



''ვიღაცამ ისე გაიგო, რომ თითქოს დღეს ვაპირებ პარლამენტის დატოვებას'' - ხაზარაძე საკუთარ ინიციატივას განმარტავს

მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მისი გუშინდელი ნათქვამი პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით, არასწორად გაიგეს. 

"მე გუშინ გავაკეთე განცხადება და მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, ვიღაცამ ისე გაიგო, რომ დღეს ვაპირებდით პარლამენტიდან გასვლას. არა ბატონებო, თქვენ მარტო არ დაგტოვებთ. არ დაგტოვებთ იმ ხალხს, ვისაც ჩაფიქრებული აქვს რომ ამ [შეთანხმების] დოკუმენტს გაუკეთოს ობსტრუქცია. არ დაგტოვებთ. გავაკეთებთ ყველაფერს, კანონის ფარგლებში ბუნებრივია, რომ გავაკეთოთ სრული ლუსტრაცია იმისა, თუ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე", - თქვა მამუკა ხაზარაძემ. 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ