სალომე ზურაბიშვილი - შოკირებული და დამწუხრებული ვარ უკრაინაში „ჩაპლინოს“ რკინიგზის სადგურზე რუსეთის მიერ მიტანილი იერიშის გამო



სალომე ზურაბიშვილი - შოკირებული და დამწუხრებული ვარ უკრაინაში „ჩაპლინოს“ რკინიგზის სადგურზე რუსეთის მიერ მიტანილი იერიშის გამო

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, შოკირებული და დამწუხრებულია უკრაინაში „ჩაპლინოს“ რკინიგზის ­სადგურზე რუსეთის მიერ მიტანილი იერიშის გამო.

როგორც პრეზიდენტი „ტვიტერზე“ წერს, ეს არის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ძალადობის ბარბაროსული გამოვლინება.

„შოკირებული და დამწუხრებული ვარ უკრაინაში „ჩაპლინოს“ რკინიგზის სადგურზე რუსეთის მიერ მიტანილი იერიშის გამო.

საშინელი თავდასხმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ძალადობის ბარბაროსული გამოვლინებაა.

ვგლოვობ ამ ტრაგიკულ დანაკარგს. საქართველო უკრაინელი ერის გვერდით დგას!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ