''ინდური შტამის ცირკულაცია თანდათან იზრდება'' - გამყრელიძე



''ინდური შტამის ცირკულაცია თანდათან იზრდება'' - გამყრელიძე

ამირან გამყრელიძის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ ინდურმა შტამმა ბრიტანული შტამი ჩაანაცვლოს. 

"დღეს დადასტურებულია, რაც მე მაქვს ინფორმაცია, ჩვენთან, ლუგარში დღეს 20 შემთხვევა დელტა შტამის [ინდური შტამის] ქვეყანაში. ყველა მათგანი იყო იმპორტირებული შემთხვევები. ჩვენ ვანგარიშობთ დაახლოებით, რომ დღეს დელტა შტამის ცირკულაცია თანდათან იზრდება და სადღაც 10%-დან 20%-მდე მერყეობს მისი ცირკულაცია.

მოგეხსენებათ, რომ ევროპის რიგ ქვეყნებში ის ანაცვლებს ბრიტანულ შტამს და მოსალოდნელია, რომ გარკვეული პერიდის განმავლობაში, თანდათან ეს მოხდეს აქაც ამიტომ, შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები ამასთან დაკავსირებით დასაცავია", - თქვა ამირან გამყრელიძემ. 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ