გენო პეტრიაშვილი ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას



გენო პეტრიაშვილი ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას

2-დან 10 ოქტომბრის ჩათვლით, ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრების ორი წევრი, 61 და მძიმე წონით კატეგორიებში მოჭიდავეები – ბექა ლომთაძე და გენო პეტრიაშვილი ოსლოში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონების რანგში ჩავლენ და ორივე მათგანი ასპარეზს შეჯიბრის პირველსავე დღეს – 2 ოქტომბერს დაიწყებს.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული გუნდის ლიდერს გენო პეტრიაშვილს მსოფლიო ჩემპიონატებზე 3 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი აქვს მოგებული.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ