კასპის მერიამ კულტურის სახლში არსებული უმძიმესი მდგომარეობის გამოსწორება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საკითხით ,,ტვ მონიტორინგი" დაინტერესდა



კასპის მერიამ კულტურის სახლში არსებული უმძიმესი მდგომარეობის გამოსწორება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საკითხით ,,ტვ მონიტორინგი" დაინტერესდა

კასპის მერიამ კულტურის სახლში არსებული უმძიმესი მდგომარეობის გამოსწორება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საკითხით ,,ტვ მონიტორინგი" დაინტერესდა და წინააღმდეგობის მიუხედავად თემაზე რეპორტაჟი მოამზადა.

"ტვ მონიტორინგის" კასპში გამოჩენის შემდეგ, მერიამ კულტურის სახლის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება მიიღო და სიუჟეტის ეთერში გასვლამდე განცხდება გაავრცელა. დოკუმენტში ვკითხულობთ :

,,კასპის მუნიციპალიტეტის მერია კულტურის ცენტრის შიდა პერიმეტრის მოწესრიგებასა და გათბობის სისტემის მოწყობას გეგმავს. 2022 წლის ბოლოს მერიამ კულტურის ცენტრის ცენტრალური გათბობის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის შესახებ ტენდერი გამოცხადა. ამ ეტაპზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, პროექტირების დასრულების შემდეგ კი სამუშაოების ტენდერი გამოცხადდება. გარდა ამისა, 2023 წლის ბიუჯეტში შენობის შიდა ინტერიერის სამუშაოებისათვის გათვალისწინებულია 256 000 ლარი. შენობის ფართიდან და სარემონტო საჭიროებებიდან გამომდინარე, სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდება. ამჟამად შენობაში ფუნქციონირებს საშემსრულებლო წრეები, მერიის გადაწყვეტილებით პედაგოგები ფართით უსასყიდლოდ სარგებლობენ. ასევე მოქმედებს სხვადასხვა შეღავათები როგორც ბავშვებისთვის ისე იქ დასაქმებული პირებისთვის. აღსანიშნავია, რომ პროექტის „განახლებული რეგიონები“-ს ფარგლებში კასპის კულტურის ცენტრის გარე ფასადის რეაბილიტაცია გასულ წელს ჩატარდა" - წერია კასპის მერიის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, წინააღმდეგობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიუხედავად ,,ტვ მონიტორინგის“ გადამღებმა ჯგუფმა დღეს კასპის კულტურის სახლში მაინც შეაღწია. იქ, სადაც ბავშვები გარკვეულ დროს ატარებენ უმძიმესი მდგომარეობა დახვდათ. არ არის გათბობა და მოსწავლეებს სიმღერა და ცეკვა გაყინულ დარბაზებში უხდებათ. ანთია შეშის ღუმელი, რომელის კვამლიც იმდენად შემაწუხებელია, რომ ისედაც გაყინულ შენობაში, ფანჯრებს აღებენ და ანიავებენ. მოსაწესრიგებელია სველი წერტილები, რის გამოც შენობაში აუტანელი სუნი დგას.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ