,,არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონპროექტებს“ - მიმართვა მაჟორიტარ ზაალ დუგლაძეს და პარლამენტის წევრ ირაკლი მეზურნიშვილს შიდა ქართლიდან



,,არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონპროექტებს“ - მიმართვა მაჟორიტარ ზაალ დუგლაძეს და პარლამენტის წევრ ირაკლი მეზურნიშვილს შიდა ქართლიდან

ჩვენ, განცხადებაზე ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მოქალაქეები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ინიცირებულ კანონპროექტს “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ, რადგან ის ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას განვითარების შესაძლებლობას ართმევს.  

ბატონო ზაალ, ბატონო ირაკლი, ამჟამად თქვენ წარმოადგენთ შიდა ქართლის მოსახლეობის ხმას საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში. შესაბამისად, კანონპროექტის განხილვისას უდიდესი პასუხისმგებლობა გეკისრებათ ადგილობრივი მოქალაქეების წინაშე. მათ შორის იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც 2008 წელს, სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ჩვენი რეგიონი და დღემდე, მცოცავი ოკუპაციის პირობებში, პატრიოტული სულისკვეთებით აგრძელებს ცხოვრებას რუსეთის ჯარის პირისპირ. Ნუ დაივიწყებთ, რომ Სწორედ ეს ოჯახები წარმოადგენენ იმ უცხოური გრანტებით მხარდაჭერილი პროექტების ძირითად მონაწილეებს, რომელთა მიზანი ამ ხალხის გაძლიერება, ხარისხიანი განათლების მიწოდება, მხარდაჭერა და განვითარებაა. 

ჩვენ ყველანი ვხედავთ სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით რეაბილიტირებულ საბავშვო ბაღებს, სასმელი წყლის სისტემებს, გაძლიერებულ ადგილობრივ მეწარმეებს, გამწვანებულ სივრცეებს. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პროექტებისა, რომელთა შესრულებაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების და დონორების დახმარებით შევძელით. ის, რომ რეგიონში ყოველგვარი პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი ადგილობრივი მედია არსებობს, ესეც სწორედ მათი მხარდაჭერის შედეგია.

ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ საზოგადოების სამსახურში ყოფნა. გვინდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ცხოვრება შევცვალოთ უკეთესობისკენ.

კანონპროექტები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მიდგომებს იზიარებს, ჩვენს ქვეყანას განვითარების შესაძლებლობას ართმევს და მტრულ დამოკიდებულებას ავლენს პარტნიორებისადმი.

დღეს ჩვენ ერთად ვწერთ საქართველოს უახლეს ისტორიას და გთხოვთ, ჩვენი ქვეყნის ისტორიის ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და გადამწყვეტ მომენტში, დადგეთ ქვეყნის გადარჩენის, თავისუფლების, განვითარებული მომავლის მხარეს. 

არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონპროექტებს, რომლებიც ქვეყანას მომავალს ართმევს!

მიმართვაზე ხელმოწერისთვის გადადით ბმულზე: https://docs.google.com/document/d/1zrd58i8oTHRQ29ajNwrQ2aWiohZh8pQOawllZIdarcs/edit?usp=sharing

ორგანიზაციები:

გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი 

“ქართული მედია ჯგუფი”, metalab.ge, Feminism.ge

ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანებ

ნეო ტვ / NeoTv.ge 

ტვ მონიტორინგი

ქართლის ამბები, * Qartli.ge

ქალი და განვითარება

საინიციატივო ჯგუფი “მარო”

EECMD-ის გორის დემოკრატიის სკოლა

ახალგაზრდა ფემინისტები

გორელ ფოტოგრაფთა კლუბი

„საზოგადოება ბილიკი“

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, გორის ფილიალი

კომლი

 

მოქალაქეები:

ხატია მუმლაძე

ანი ჯიოშვილი

ლანდა ბირთველიშვილი

შორენა ბიჭიკაშვილი  

სოსო მჭედლიშვილი 

რუსუდან ბუზიაშვილი

ნიკა გაბლიშვილი

შოთიკო სადაღაშვილი

თეონა ფანქველაშვილი

კახაბერ ქარელიძე

მარინე მღებრიშვილი

დარეჯან მურადაშვილი

კატო ქოთოლაშვილი

თამარ ედიშერაშვილი

მარტა ბიბილაშვილი

მარიამ გოგავა

ლადო ბიჭაშვილი

თეონა დალაქიშვილი

ირაკლი კოშაძე

მაკა კოჭლამაზაშვილი

თათია გოლოშვილი

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ