''ოპოციზია ითხოვდა 40%-იან ბარიერს, ჩვენ ეს არ მიგვაჩნდა მიზანშეწონილად'' - კობახიძე
ირაკლი კობახიძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებში მაჟორიტარი კანდიდატებისთვის 40%-იანი ბარიერის დაწესება ოპოზიციის მოთხოვნა იყო, რომელსაც ''ოცნება'' ეწინააღმდეგებოდა.
"40%-იან ბარიერს ყველა ოპოზიციური პარტია ითხოვდა. ჩვენ რამდენჯერმე ვთქვით, რომ ეს მიზანშეწონილი არ იქნებოდა, თუმცა საბოლოო ჯამში, აღნიშნული ბარიერის შემოღებას მაინც დავეთანხმეთ. ეს იყო ოპოზიციის მხრიდან არაერთგზის გაჟღერებული თხოვნა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.