გორელი მებრძოლი, რომელიც უკრაინაში, რუსეთის აგრესიას ემსხვერპლა ბრძოლის ველიდან გამოასვენეს
უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა იმ ტერიტორიაზე შეღწევა მოახერხეს, სადაც 31 მარტს მიხეილ მაზანაშვილი დაიღუპა.
ქართველი სამხედროს ცხედარი ბრძოლის ველიდან უკვე გამოსვენებულია. მიხეილ მაზანაშვილი ყველაზე ცხელ წერტილში, ბახმუტთან იბრძოდა, სადაც მიმდინარე შეტაკებებს ემსხვერპლა. არაოფიციალური ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი რუსულ ჭურვს შეეწირა.
მიხეილ მაზანაშვილი გორის მუნიციპალიტეტიდანაა. ახლობლები და თანასოფლელები ყვებიან, რომ 29 წლის მებრძოლი უკრაინაში 1 წლის წინ წავიდა.