''შეაჩერონ პროცესი და იფიქრონ არსებულ ვითარებაზე'' - კარლ ჰარცელი პარლამენტს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებს
"ჩვენ მოვუწოდეთ პარლამენტს, რომ შეაჩეროს ეს პროცესი და იფიქროს არსებულ ვითარებაზე იქამდე, სანამ მომავალ ნაბიჯებს გადადგამს და ვიმედოვნებ, რომ ეს ასე მოხდება", - ამბობს კარლ ჰარცელი უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შესახებ.
როგორც კარლ ჰარცელი ამბობს, აუცილებელია, რომ 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება შესრულდეს.