,,მიზეზი არ თქმულა რატომ და რისთვის" - გორის მერიის თანამშრომლები თანამდებობებს ტოვებენ



,,მიზეზი არ თქმულა რატომ და რისთვის" - გორის მერიის თანამშრომლები თანამდებობებს ტოვებენ

გორის მერიას თანამშრომლები კვლავ ტოვებენ - უწყების ქონების მართვის განყოფილების უფროსმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე, მერთან საუბრის შემდეგ დატოვა. გიორგი პაპიტაშვილის განცხადებით, გაუგებარია რატომ მიიღო კონსტანტინე თავზარაშვილმა მისი სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება.

"განვთავისუფლდი გუშინ, 1998 წლიდან ვმუშაობდი, გუშინ მერთან საუბრის შემდეგ დავწერე განცხადება. მერმა მითხრა, რომ ასეთი აზრი არის, რომ თანამდებობა დამეტოვებინა, მიზეზი არ თქმულა რატომ და რისთვის. სამართლებრივ დავას ჯერჯერჯობით არ ვაპირებ, სანამ მიზეზსს არ გავარკვევ", - განაცხადა გიორგი პაპიტაშვილმა.

 

 

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ