გორში, მაღაზიიდან 120 ლარად ღირებული ბურთი მოიპარეს
,,გორი მოლიდან" ახალგაზდა მამაკაცმა ძვირადღირებული ბურთი მოიპარა. ,,ტვ მონიტორინგის" ინფორმაციით, შემთხვევა ერთ-ერთ მაღაზიაში იმ დროს მოხდა, როდესაც მომხმარებელმა ბურთის დათვალიერება ითხოვა. არსებული ინფორმაციით, გაშიფრულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და პირი იდენტიფიცირებულია. მაღაზიის მეპატრონე ახლა ქურდს ეძებს და ბურთის დაბრუნებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პოლიციას საქმის კურსში ჩააყენებს.