გატაცებული მამუკა ჩხიკვაძის მამიდა დახმარებას ითხოვს

BOG


გატაცებული მამუკა ჩხიკვაძის მამიდა დახმარებას ითხოვს

ოკუპანტების მიერ გატაცებული მამუკა ჩხიკვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოჯახს ოფიციალური

ინფორმაცია ამ დრომდე არ აქვს. ყოფილი ძალოვანი უკვე მე-6 დღეა, რაც საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაშია. 

ოჯახი დახმარებისთვის მთავრობას მიმართავს:

"ღარიბაშვილი, ქალბატონი პრეზიდენტი, დაგვეხმარონ, რომ გამოგვაყვანინონ, ან გაგვაგებინონ, ცოცხალია თუ მკვდარი.

ღმერთის იმედი მაქვს შვილო. ხომ არ მოკლეს მეთქი მაგის ფიქრებიც მაქვს, დღე და ღამ სულ ტირილში

ვატარებ, სხვა ვერაფერს გეტყვით", - ამბობს გატაცებულის მამიდა, დალი კაპანაძე.

ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიამ" მამუკა ჩხიკვაძის საქმეზე სტრასბურგში გასაგზავნად სარჩელი უკვე მოამზადა და ის

დღეს გაიგზავნება. მათი თქმით, ყოფილი ძალოვანი ოკუპანტების ე.წ. შავ სიაშია შეყვანილი და განსაკუთრებული საფრთხის ქვეშაა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ