განაჩენი გამოტანილია - ხაშურში მონატრის დაყაჩაღებასა და მონაზვნის გაუპატიურებაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნეს
ხაშურის მუნიციპალიტეტში მოქმედ დედათა მონასტერში მომხდარ ყაჩაღობასა და მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურებაში ბრალდებულ 2 პირს
ხაშურის რაიონულმა სასამართლომ 20-20 წლით ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მძიმე დანაშაულში მხილებულები 27 და 39 წლის მამაკაცები არიან. მონაზონი, რომელიც მათ დააყაჩაღეს და გააუპატიურეს 70 წლისაა.
შემთხვევა 2022 წლის 25 ნოემბერს, მონასტრის საცხოვრებელ კელიაში მოხდა.