ქურდობა ხაშურში - გაქურდულია ლუკა მაისურაძის სახლი
ძიუდოში მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონის, ხაშურელი ლუკა მაისურაძის სახლი გაქურდეს. ჩვენი ინფორმაციით, წაღებულია 700 ლარი და ძვირფასი ნივთები.
ხაშურის სპორტის ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, 21 მაისს, მაშინ მოხდა, როცა ლუკა მაისურაძის ოჯახი ხაშურის ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა და მსოფლიო ჩემპიონობას აღნიშნავდა.
როგორც ,,ტვ მოპნიტორინგს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.