კეთილმოწყობის სააგენტოდან 34 თანამშრომელის გათავისუფლება ძველი ამბავია - პრესსამსახური
ერთ-ერთ ადგილობრივ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას თითქოსდა ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოდან 34 თანამშრომელი გაათავისუფლეს გაერთიანების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გამოეხმაურა. ირმა ბუზიაშვილის ცნობით, საუბარია არა მიმდინარე საკადრო ცვლილებებზე, არამედ საქმე ეხება იმ 34 თანამშრომელს, რომელთა ნაწილს გასულ წელს, ნაწილს კი მიმდინარე წლის დასაწყისში შეუწყდა ხელშეკრულება.
,,ეს არის ძველი ამბავი და ახალ ამბად ამის წარმოჩენა არ შეიძლება“ - ამბობს ბუზიაშვილი.
ცნობისთვის, ადგილობრივმა რადიომ შემოგვთავაზა ახალ ამბად ინფორმაცია, რომ კეთილმოწყობის სააგენტოდან 34 თანამშრომელი გაათავისუფლეს, რაც სიმართლე არ აღმოჩნდა.