შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილედ თემურ ხუბულური დაინიშნა
შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის პოსტზე თენგიზ ხუბულური დაინიშნა. ინფორმაცია ხუბულურმა უკვე დაადასტურა. გუბერნატორის ყოფილმა მოადგილემ ამირან ქრისტესიაშვილმა თანამდებობა რამდენიმე დღის წინ პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ხუბულური საქართველოს მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო (საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“). თემურ ხუბულური 1980 წლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი, სხვადასხვა წლებში მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონი, ასევე, საერთაშორისო პრემია ,,ოქროს მანგუსტის“ მფლობელი, სპორტის დამსახურებული ოსტატი და არაერთი ტურნირის გამარჯვებულია ძიუდოში. ხუბულური დაიბადა 1955 წლის 24 აპრილს გორის რაიონის სოფელ სკრაში.