ნარჩენების მართვის პრობლემა კასპის სოფელში



ნარჩენების მართვის პრობლემა კასპის სოფელში

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში მცხოვრებლები დასუფთავებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ალაპარაკდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელში განთავსებული ურნები ხშირად გადავსებულია და მიმოფანტული ნარჩენებით ქუჩები ბინძურდება. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ადგილობრივები ამბობენ, რომ ქუჩებში უსიამოვნო სუნიც დგას, რაც განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდშია გაუსაძლისი. მოქალაქეები გამოსავალს პასუხისმგებელი სამსახურის მხრიდან ურნების ხშირად დაცლაში ხედავენ და პრობლემის მოსაგვარებლად ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავენ. 

,,არასოდესაა სასურველი ეს მდგომარეობა, ზაფხულში მით უფრო. ხომ შეიძლება დაემატოს, ან ბუნკერი, ან გატანის დღეები შემცირდეს და ყოველდღიურად თუ არა, ყოველ მეორე დღეს მაინც გაიტანონ.“ - ამბობს თამარ თაბუაშვილი

გარდა გადავსებული ურნებისა და უსიამოვნო სუნისა დოესელები აღნიშნავენ იმასაც, რომ ზოგიერთ უბანში ურნები არ დგას და ნაგვის შორ მანძილზე გატანა უწევთ. ისინი ნაგვის შემკრები კონტეინერების დამატებას ითხოვენ.

,,ერთი ბუნკერი საბავშვო ბაღის ქვემოთ მხარესაც არის დასადგმელი. ხალხი ცხოვრობს ქვემოთაც!“ - ამბობს მანანა ჭონიაშვილი.

მოსახლეობას იმედი აქვს, რომ მათ მოთხოვნას რეაგირება მოჰყვება და პრობლემის მოგვარებაზე პასუხისმგებელი პირები მუშაობას დაიწყებენ. 

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ